ჩვენ შევეგუეთ იმ აზრს, რომ გახდომა ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არსებობს მეთოდი რომელიც მცდელობის მიხედვით 12 კგ-ს 2 კვირაში მარტივად დაგაკლებინებთ.

ყველაზე მთავარი კი რაც ამ დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 1 ჭიქა წყალი დალიოთ.
ეს ადამიანს ეხმარება იმაში, რომ ამცირებს შიმშილის გრძნობას.

აქვე უნდა გითხრათ, რომ ჭამის დროს წყლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მოცემული მენიუ დღის განმავლობაში 4-ჯერ მიიღეთ. საჭმლის მიღება აუცილებელია, რადგან შიმშილის გრძნობა შეგიმსუბუქდეთ და მეტაბოლიზმიც თავიდან აიცილოთ.
ვეგეტარიანული დიეტა: რეცეპტები
მენიუში შედის უცხიმო ხორცი, ხილი, ბოსტნეული. გამორიცხეთ მარილიანი და შემწვარი საკვები.

1 დღე:

  • საუზმე- უცხიმო ხაჭო, ხილი.
  • სადილი- 100 გრ თევზი, ბოსტნეულის სალათა
  • შუადღე- ვაშლი
  • ვახშამი- 2 ც მოხარშული კვერცხი, 50გრ მოხარშული ქათმის მკერდი

2 დღე:

  • საუზმე- კომბოსტო, მოხარშული, ზეთის გარეშე.
  • სადილი- ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სალათა
  • შუადღე- უცხიმო იოგურტი, ხილის სალათა
  • ვახშამი- 70გრ მოხარშული კვერცხი და კვლავ ბოსტნეულის სალათა

3 დღე:

  • საუზმე- პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და ბადრიჯნის სალათა
  • სადილი- სოკოს ბულიონი, შავი პური
  • შუადღე- ხაჭო კენკრით
  • ვახშამი- 100 გრ მოხარშული ხორცი, ბოსტნეული.

4 დღე:

  • საუზმე- კომბოსტოსა და კიტრის სალათა მწვანილებით
  • სადილი- ბოსტნეულის სუპი, პური საფუარის გარეშე
  • შუადღე- ფორთოხალი
  • ვახშამი- თევზის კატლეტები (შემწვარი არა), ბოსტნეულის სალათა

5 დღე:

  • საუზმე- ხაჭო იოგურტით და ხილით
  • სადილი- მოხარშული თევზი, პურის პატარა ნაჭერი
  • შუადღე- ვაშლი და მსხალი
  • ვახშამი- 100 გრ მოხარშული ხორცი, ბოსტნეული

6 დღე:

  • საუზმე- მოხარშული კვერცხი, შავი პური ყველით
  • სადილი- 80გ ქათმის მკერდი, ბოსტნეულის სალათა
  • შუადღე- შეგიძლიათ რომელიმე ხილი მიიღოთ, წინა დღეებში ჩამოთვლილთაგან
  • ვახშამი- 70გრ ხორცი (დაკონსერვებული), ბოსტნეულის სალათა

7 დღე:

  • საუზმე- ფერადი კომბოსტო კურკუმას თანხლებით
  • სადილი- ინდაურის ბულიონი
  • შუადღე- ქლიავი
  • ვახშამი- მოხარშული კვერცხი, სალათა, 50გრ სოკო.
  • აქვე შეგახსენებთ, რომ დიეტა, რომელიც წარმოგიდგინეთ რეკომენდებული არაა ორსული ქალბატონებისთვის. არც მათთვის, ვისაც თირკმელების პრობლემა, კალციუმის ნაკლებობა და ავიტამინოზი სტანჯავს.

გააზიარეთ