ქათმის ფილეს მოყვარულებისთვის შექმნეს სპეციალური დიეტა, სადაც ქათმის მკერდის თეთრი, დიეტური ხორცი მთავარი კომპონენტია. შეგიძლიათ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

 

დიეტის პირველი ვარიანტი

რაციონის 50% ქათმის მკერდის ხორცისგან შედგება, დანარჩენი 50% ახალი ბოსტნეული, მწვანილი, ხილი და მარცვლეულია. აირჩიეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დღიური კალორიების რაოდენობა 1200 კალორიას არ აჭარბებდეს. დიეტის ხანგრძლივობა – 1 კვირა. ამ დროში 3-5 კგ-ს დაიკლებთ.

 

დიეტის მეორე ვარიანტი

ეს ქათმის წვნიანის მოყვარულებისთვისაა. 2 ლ წყალში 700 გრ ქათმის ფილე მოხარშეთ, ბოსტნეული – ნიახური, ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ხახვი დაუმატეთ. მარილი არ დაუმატოთ, მაგრამ შეგიძლიათ სანელებლებით მორთო. მიღებული წვნიანი 5-6 ნაწილად დღის განმავლობაში მიიღეთ. დიეტა 7 დღეზეა გათვლილი.

 

დიეტის მესამე ვარიანტი

მონო დიეტა. პირველი სამი დღე ყოველდღე ნახევარი კილოგრამი მწვანე ვაშლი შეჭამეთ. შემდეგი სამი დღე მხოლოდ მოხარშული ქათმის ფილე – დღეში თითო კილოგრამი. კიდევ ორი დღე უცხიმო კეფირი მიირთვით და ყოველდღე 2 ლიტრი კეფირი დალიეთ. დიეტის ბოლო დღეს მხოლოდ ქათმის ბულიონი მიირთვით – დღეში ნახევარი ლიტრი.

გააზიარეთ