მსოფლიოში მრავალი სახის დიეტა არსებობს. აქედან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიეტაა სწორედ ის, რომელზეც ახლა მოგიყვებით.
ეს დიეტა დაგეხმარებათ, რომ სწრაფად მოიშოროთ კილოგრამები და მცირე დროში ფორმაში ჩადგეთ.
ფაფების დიეტა შესანიშნავია არა მხოლოდ გასახდომად, არამედ მაშინაც, როდესაც ორგანიზმის მოწამვლასთან გვაქვს საქმე.
რატომ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული დიეტა?
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და უვნებელი მეთოდი წონაში დასაკლებად.

დიეტის დაცვის განმავლობაში ორგანიზმი ყველა აუცილებელ ვიტამინს ღებულობს და იმ მიკროელემენტებს, რომლებიც მალევე გაგრძნობინებთ შიმშილის გრძნობის შემცირებას.
მიუხედავად იმისა, რომ მანი ნახშირწყლებს შეიცავს, რაც წონის მატებას ხელს უწყობს, თუ სწორად მიუდგებით არაფერსაც არ წააგებთ.
ფაფის ნაირსახეობებით შეგიძლიათ, რომ თირკმელები შლაკებისგანაც გაწმინდოთ.
ასევე მდიდარია B ვიტამინით. მისი სასარგებლო თვისებები განუსაზღვრელია.

  • არსებობს 3 სახეობის ფაფის დიეტა: 1 კვირით, 10 დღით და 3-6 დღემდე,

ყველაზე კარგი დიეტა წიწიბურას დიეტაა, რომელიც რკინითაა მდიდარი და ასევე ცხიმებს მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს.
სასურველია მოცემული დიეტა 7 დღის განმავლობაში დაიცვათ. ამ შემთხვევაში 2კგ-დან 5-კგ-მდე დაიკლებთ.
მენიუ და რეკომენდაციები დიეტისთვის მოსამზადებლად:
რამდენიმე დღით ადრე გაამახვილეთ ყურადღება საკუთარ კვებაზე: მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, მოხარშული- უცხიმო პროდუქტები. დალიეთ ბევრი წყალი და ეცადეთ, რომ ტკბილი და მარილიანი არ მიირთვათ.
ეს მოსამზადებელი პროცესი 2-დან 7 დღემდე გრძელდება.

  • ფაფის დიეტა: 7 დღის მენიუ

(ყოველდღე უნდა იკვებოთ ერთი სახეობის ფაფით).

  • ორშაბათი- ხორბლის ფაფის დიეტა
  • სამშაბათი- ხორბლის ფაფის დიეტა
  • ოთხშაბათი- ჰერკულესის ფაფის დიეტა
  • ხუთშაბათი- ბრინჯის დიეტა
  • პარასკევი- წიწიბურას დიეტა
  • შაბათი- სიმინდის ფაფის დიეტა
  • კვირა- ჰერკულესის ფაფის დიეტა

გირჩევთ, რომ მანის ფაფა საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან, რადგან ის ყველაზე კალორიულია და გასახდომ დიეტაში არ იგულისხმება.

შეგიძლიათ ფაფებს შესამსუბუქებლად დაუმატოთ: კაკალი, ხილი, კენკრა, ქოქოსი, თაფლი და ცოტა რძე.

  • ფაფები უნდა ხარშოთ წყალში მარილისა და შაქრის გარეშე. მიიღეთ ახალდაწურული ხილის წვენები, ოღონდ ტკბილი ხილი არა.
  • ყოველი ჭამის წინ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი (არაგაზირებული)- ოთახის ტემპერატურის.
  • გამორიცხეთ ალკოჰოლი და სიგარეტი. 19:00 საათის შემდგომ არ იკვებოთ.
  • ეცადეთ, რომ პორციები 250-300 გრამს შეადგენდეს.
  • დაიცავით გრაფიკი და მიიღეთ ერთსა და იმავე დროს.
  • დიეტის დასასრულს შეგიძლიათ მიირთვათ ხორბლის პური, 1-2 მოხარშული კვერცხი ან მოხარშული თევზი.

გისურვებთ წარმატებებს.

წყარო

გააზიარეთ