საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
×
single-blog-image
დიეტები

დღის დიეტა! როგორ დავიკლოთ ქერით 5 დღეში 4 კგ?

 
ყველა დიეტის საფუძველში დევს სასარგებლო ბურღულეული – ბრინჯი, წიწიბურა, შვრია და სხვა, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ისეთი სასარგებლო ბურღულეულის, როგორიც არის ქერი, გამოყენება დიეტის დროს?

პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დიახ და ამასთან, შესანიშნავად. მეტიც, ქერის ფაფის დიეტა – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ის არა მხოლოდ დაგაკლებინებთ წონაში, არამედ ორგანიზმს უამრავი ვიტამინითა და მინერალითაც გაამდიდრებს.

საერთო რეკომენდაციები


გარდა იმისა, რომ არ უნდა დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ შედეგები, რომელსაც ესა თუ ის დიეტა მოგცემთ, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავთ კვების რეჟიმს. დაიმახსოვრეთ, წონაში კლება ორგანიზმისთვის მავნებელი არ უნდა იყოს. ამიტომაც პირველი, რაც დიეტის დროს არის რეკომენდებული, დღეში 1,5-2 ლიტრი წყლის მიღებაა (დიდ წონაზე კიდევ უფრო მეტი).

დიეტოლოგები ქერის დიეტის 3 ვარიანტს გვთავაზობენ. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი და მისაღები.

5-დღიანი ფეტვის დიეტა


თუკი გსურთ, რომ მხოლოდ 5 დღე დაიცვათ დიეტა და მიიღოთ შედეგი, 5 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ქერის ფაფა მარილისა და ცხიმის გარეშე. და რა თქმა უნდა, წყალი. ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ჭიქა 1%-იანი კეფირი. ასე, 5 დღეში 4-5 კგ-ს დაიკლებთ.

შვიდდღიანი კურსი:

ერთკვირიანი მენიუ ბევრად მრავალფეროვანია. აქ, გარდა ქერის ფაფისა, შეგიძლიათ მიირთვათ სხვა პროდუქტებიც:
საუზმისთვის მოიმზადეთ ფეტვის ფაფა, რომელსაც დაუმატებთ ცხელ წყალში დამბალ 4-5 ცალ შავი ქლიავის ჩირს ან გახეხილ მწვანე ვაშლს.

სადილად დამატებით შეგიძლიათ მოიმზადოთ ბოსტნეულის სალათა თევზის ან მჭლე ხორცის (ქათმის ან ძროხის) ნაჭრებით.
ვახშმად – 100 გრ უცხიმო ხაჭო და ერთი ჭიქა კეფირი;
მთელი დღის განმავლობაში სვამთ წყალს და უშაქრო მწვანე ჩაის.

"თავისუფალი" ვარიანტი


ეს ვარიანტი მათთვის არის, ვინც არ იცის, როგორ დაიკლოს ქერით კვების რეჟიმის განსაკუთრებული ცვლილების გარეშე. ამ დიეტის დროს თქვენ შეგიძლიათ მოიშველიოთ ფანტაზია და გაამდიდროთ ქერის ფაფა სანელებლებით, არომატული მწვანილით, ხახვითა და სტაფილოთი. ასევე, გაამდიდროთ მენიუ ბოსტნეულის სალათებით, დესერტად კი მიირთვათ მოტკბო-მომჟავო ხილი.

შეგიძლიათ შეკმაზოთ ქერის ფაფა წიწაკით, გააკეთოთ მისგან გუფთები, რომელშიც დაუმატებთ ხახვსა და სოკოს.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაუმატოთ პური, ფუნთუშები, ტკბილეული, შებოლილი და ცხიმიანი ხორცი. ულუფები აჯობებს შეზღუდოთ. კეფირი, წვენები, წყალი, ჩაი და ბალახების ნაყენები, ასევე, ყავა – დაშვებულია.

აქ წონაში კლება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ, შეამციროთ ულუფები. იმის გათვალისწინებით, რომ მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია, ამ რაციონით კვება საკმაოდ დიდი ხნით შეგიძლიათ. დაიკლებთ თუ არა ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, თუკი დაიცავთ ზომას, მაგრამ პროცესი უფრო ნელი იქნება.
 

კომენტარები