საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
×
single-blog-image
დიეტები

„60 კილო დავიკელი, შაქარი და გაზიანი სასმელები უარვყავი“ - 28 წლის ქალი გამოცდილებას გვიზიარებს

სწორი კვება ცხოვრების სტილად უნდა ვაქციოთ და საკუთარი თავის დასჯა არ უნდა გვჭირდებოდეს. ამის შემდეგ ყველაფერი გამოვა. ყოველ შემთხვევაში, ამაში ჩვენი გმირი 100%-ითაა დარწმუნებული. საკმარისია მცირედი ძალისხმევაც, რომ ნელ-ნელა რეჟიმს შევეჩვიოთ და უფრო მეტი ძალების გამონახვაც არ გაგვიჭირდეს.
"28 წლის ვარ. ამჟამად ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ასისტენტად ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც 130-კილოგრამიან ნიშნულს მივუახლოვდი, იძულებული გავხდი, ცხოვრება მთლიანად შემეცვალა და 60 კილო დამეკლო.

 

ჩემი ამბავი


თითქმის მთელი ცხოვრება მე ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული ქალი ვიყავი. კომპანიაში ისეთ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ, როგორიცაა: "შენ ლამაზი ქალი ხარ, რა მშვენიერი ხარ.." ანუ ყველაფერი თავის ადგილას იყო.
2013 წელს, როცა შევნიშნე, რომ წონაში ვიმატებდი, დაკლება არ გამჭირვებია, მაგრამ შემდეგ დავორსულდი და წონასთან დაკავშირებული ძალისხმევა წყალში ჩამეყარა.
როდესაც ჩემი შვილი გაიზარდა, მივხვდი, რომ მისი აწევა ძალიან მიჭირდა. ზურგის ტკივილს ვგრძნობდი და გული მიჩქარდებოდა. იმდენად ცუდად ვხდებოდი, რომ იძულებული ვიყავი, ბავშვი დამესვა. ეს ყველაფერი ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, იქამდე, ვიდრე არ გავაცნობიერე, რომ საკუთარ ორგანიზმს ცუდად ვეპყრობოდი და თავს ვიკლავდი.

როგორ შეიცვალა ყველაფერი


რამდენიმე თვე დასჭირდა იმის გააზრებას, რომ საკვები მხოლოდ სიამოვნებას კი არ წარმოადგენს, უბრალოდ საწვავია. და ის ფაქტი, რომ დიეტას ვიცავ, ხელს არ უშლის იმას, რომ ბედნიერად ვიცხოვრო.
ნახშირწყლებზე ნაკლებად ორიენტირებულ დიეტაზე გადავედი და კალორიების დათვლა დავიწყე. თითოეული უსარგებლო საკვებისთვის სასარგებლო ალტერნატივა გამოვძებნე. ვიცოდი, რომ აჩქარება არ ივარგებდა, თორემ ასე ნებისყოფა არ მეყოფოდა.
შეზღუდვები სასმელებით დავიწყე. საჭიროა რაციონიდან შაქრის შემცველი სასმელები ამოიღო. თავიდან გადავწყვიტე, რომ გაზიანი სასმელი თუ ძალიან მომინდებოდა, კვირაში ერთხელ მიმეღო. საბოლოოდ კი უკვე მარტივად უარვყავი. შეზღუდვები დავიწყე ყავის დალევის კუთხითაც. ნაკლებ შაქარს ვყრიდი და თანდათან უშაქროზე გადავედი. ასევე, დავიწყე წყლის მიღების მონიტორინგი: წყალს ყოველი ჭამის წინ ვსვამდი.
ჩემივე ნებით ვთქვი უარი სწრაფი კვების ობიექტებზე. მსგავსი პროდუქტების მომზადება თავად დავიწყე. ვეცადე, შიგთავსს წონაზე არ ემოქმედა და ჩემი ხელით მომზადებული საკვები უფრო მეტადაც მომეწონა! დიეტის დაწყებისთანავე მივხვდი, რამდენს ვჭამდი ადრე და გავიაზრე, რომ ამდენი საკვები უბრალოდ აღარ მჭირდება.
ახლა ვფიქრობ, რომ სჯობს რამდენიმე მონაცვლეობით მივირთვა და არა ერთმანეთის მიყოლებით. სიმარტივე ჩემს შემთხვევაში მთავარი გასაღებია.


როგორია ჩემი რაციონი:

  • საუზმე: ყავა, კვერცხი, სენდვიჩი (უსაფუარო პურით), ნაკლებცხიმიანი ლორ, ან ყველი.
  • სადილი: ბოსტნეულის სალათა ქათმის და წიწაკის გარნირით.
  • ვახშამი: საქონლის ხორცი ან თევზი ბოსტნეულით ან გნებავთ, ბრინჯით. მე მიყვარს, როდესაც მსგავს შიგთავსს შაურმის მსგავსად გავახვევ და ისე მივირთმევ. ამისთვის ასევე გამოგვადგება: მოხარშული ქათამი, ხახვი, ისპანახი, წითელი წიწაკა და მოცარელა.
  • მოგვიანებით შემიძლია მივირთვა: წონაში დასაკლები ე.წ. ბატონები, თხილი, ნაკლებად მარილიანი ყველი, ბოსტნეული და კვერცხი.

 

ჩემი ვარჯიშები


თავიდან პატარა ვარჯიშებით დავიწყე, რაც კიბეებზე ასვლა-ჩასვლას მოიცავდა. შემდეგ ვიდეოების ყურება დავიწყე და ყველაფერს სახლში ვიმეორებდი. ასევე ვიმეორებდი ცეკვებსაც, რაც გულისთვის კარგი სავარჯიშო გამოდგა.

 

რა დამეხმარა


როგორც ყველა დედისთვის, ისე ჩემთვისაც, ადვილი არ არის საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება, მაგრამ მე უბრალოდ ვალდებული ვიყავი, რომ ეს გამეკეთებინა. თქვენ ვერ შეძლებთ გახდეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია, თუ არაფერს აკეთებთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: შესვენებები ნორმალურია. მთავარია, რომ ეს ჩვეულებად არ იქცეს. შემდეგ კი უნდა ეცადოთ, რომ მოინდომოთ და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება შეძლოთ".


წყარო: www.cosmo.ru

კომენტარები