საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
×
single-blog-image
რჩევები

7 პროდუქტი, რომელიც უნდა შეჭამო ღამე, იმისათვის, რომ გახდე

 

 

 

გავრცელებული მოსაზრებაა - იმისათვის, რომ დაიკლოთ, არ უნდა მიირთვათ 18:00სთ-ის შემდეგ. სინამდვილეში არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა მიირთვათ ღამეს, თუკი წონაში დაკლება გსურთ. მშიერ კუჭზე ძილს დიეტოლოგები დიდი ხანია აღარ უწევენ რეკომენდაციას, ვინაიდან მეორე დღეს, დილიდან მიღებული საკვები სწორედ წონის მატებას შეუწყობს ხელს.

1. რძის პროდუქტები
Image result for kefir gif

კეფირი, ხაჭო, იოგურტი - ეს ყოველივე მსუბუქი ცილის შემცველი პროდუქტია, რომელსაც ორგანიზმი მარტივად ითვისებს, არ გიტოვებთ სიმძიმის შეგრძნებას და არ გარდაიქმნება ცხიმად. აუცილებელი პირობა მათი მიღებისას არის ის, რომ არ უნდა იყოს ტკბილი და არ აღემატებოდეს 200 გრამს.

2. რძე

Image result for milk gif


თბილი რძე ძილის წინ - ეს ხომ კლასიკაა. ის არა მარტო ცილას შეიცავს, არამედ ტრიფტოფანსაც (აუცილებელი ამინომჟავა), ამინომჟავა კი დაძინებას უწყობს ხელს, ხოლო რაც უკეთ გამოძინებული იქნებით, მით უფრო ნაკლებად მოგინდებათ ბევრი ტკბილის და ცხიმიანის მიღება.

3. კვერცხი

Image result for eggs gif


კვერცხიც ცილის ერთ-ერთი წყაროა. იდეალური ვარიანტია ორი კარგად მოხარშული კვერცხის მირთმევა, ან შპინატითა და ტომატით მომზადებული ომლეტი.

4. ფრინველის ხორცი

Related image


ქათმის ან ინდაურის ხორცი, კანის გარეშე ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნების კარგი საშუალებაა. შეიცავს А, Е, В ვიტამინებს და საერთოდ არ აისახება თქვენს წონაზე. იდეალური ულუფა 100-150 გრამამდე მერყეობს. სასურველია მოამზადოთ ორთქლზე და იმავე რაოდენობით დაუმატოთ ბოსტნეული.

5. თეთრი თევზი

Image result for white fish gif


ცხიმის შემცველობა თეთრი თევზის სახეობაში ძალიან დაბალია. შესაბამისად, შეგიძლიათ მიირთვათ სურვილისამებრ 200 გრამის ოდენობით.

6. ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული

Image result for milk gif


ორთქლზე მომზადება დაგეხმარებათ არა მარტო ბოსტნეულის, არამედ სხვა საკვებში შემცველი ვიტამინების შენარჩუნებაში. შედეგად, თქვენი გვიანი ვახშამი იქნება გემრიელი და დაბალკალორიულიც, ამასთანავე, გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ტოქსინებს. მოამზადეთ ცხიმის გარეშე და ნაკლები მარილით.

7. კენკრა

Image result for fruit jug gif


ერთ ჭიქა კენკროვანებში სულ რაღაც 70 კკალორიაა, ხოლო ვიტამინები და ანტიოქსიდანტები კი - ძალიან დიდი რაოდენობით.

წყარო: Marao.ge

კომენტარები