საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
×
single-blog-image
დიეტები

როგორი დიეტაა თქვენთვის სწორი და შესაფერისი, თქვენი ასაკიდან გამომდინარე

ყველა დიეტა თავისებურ მიდგომას საჭიროებს. თქვენი ასაკიდან გამომდინარე, არსებობს ისეთი საკვები ნივთიერებები, რომელთა მიღებაც თქვენთვის არ შეიძლება. ამასთანავე, უნდა მოხდეს სხვა პროდუქტებით ჩანაცვლება, რომლებიც ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.
გთავაზობთ სამოქმედო გეგმას და დეტალებს, რომელთა დაცვაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფშია აუცილებელი.

თინეიჯერული ასაკი


ეს ის ეტაპია, როცა თქვენი სხეული იზრდება, იცვლება, ვითარდება, რის გამოც ის საჭიროებს უამრავი საკვები ნივთიერების მიღებას.
არ დაივიწყოთ, რომ დიეტის მიუხედავად, საუზმის მიღება აუცილებელია. ნუ მიიღებთ უსარგებლო საკვებს, ეს სამომავლოდ ცუდად რომ არ აისახოს.

თუ ამ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებით, ჩვევად გაიხადეთ ის, რომ საუზმე აუცილებლად მიიღოთ ხოლმე.
თქვენ არ უნდა თქვათ უარი თქვენს საყვარელ საჭმელზე, თუმცა შეგიძლიათ მისი ულუფების შემცირება.
შეიტანეთ თქვენს დიეტაში ისეთი საკვები, რომლებიც შეიცავს: კალციუმს, ცილას და ასევე რკინითაა გამდიდრებული.

20 წელი


როდესაც თქვენ დაახლოებით ამ ასაკში იმყოფებით ან მასთან ახლოს, მაშინ დროა, უსარგებლო საკვები ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ!
დაივიწყეთ კარტოფილის ჩიპსები, პოპკორნი, ტკბილი კარტოფილის ბურთულები და რძიანი შოკოლადი შავით ჩაანაცვლეთ.
ნაყინი შეცვალეთ იოგურტით, ხოლო საკვებში აუცილებლად უნდა იყოს ომეგა3-ით გამდიდრებული პროდუქტები.
მიირთვით მწვანილი, მაკარონი, ცოტაოდენი ნიგოზი და ორაგული.

30 წელი


ამ ასაკში მყოფი ქალბატონების ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები დაკვირვებით მოპყრობას მოითხოვს.
დიეტაში შეიტანეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ძვლებს ამაგრებს.
გჭირდებათ პროტეინებით გამდიდრებული საკვები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა კვერცხი, კაკალი, სოიო.
შეგიძლიათ რაციონში ქათმის მკერდიც შეიტანოთ. აგრეთვე მიიღეთ რძე და იოგურტიც. საჭიროების შემთხვევაში კი მოგიწევთ, რომ კალციუმითა და ცილით გამდიდრებული საკვებიც მიიღოთ.

40 წელი


სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად და კუჭ-ნაწლავის სისტემის დასასტაბილურებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ.
გამართლებულია ბოჭკოვანი დიეტები, რომლებიც ორგანიზმს უფრო მოუხდება.
საკვებს რაც შეეხება, შეიტანეთ: ბროკოლი, მარცვლეული. შეგიძლიათ ბოსტნეულის ბურგერებიც მიიღოთ. ისინი მიახლოებულია ვეგანურ ბურგერებთამ, რომლების სწორად განაწილებაც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.
ასე რომ, შეკვეთების ნაცვლად, სჯობს თავად მოიმზადოთ მსგავსი ბურგერები და ჯანსაღი საკვები მიიღოთ.
ასევე უმჯობესია მიიღოთ უცხიმო რძის პროდუქტები, ბევრი ხილი და ბოსტნეული.
საკვების მიღების დროს დარწმუნდით, რომ ცილებიც მიიღეთ.

50 წელი


ასაკთან ერთად ჩვენი კუჭ-ნაწლავიც უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს და მეტაბოლიზმის საკითხი წინა პლანზე ინაცვლებს.
ექსპერტები გვირჩევენ ისეთი საკვების შერჩევას, რომლებიც ადვილად მოსანელებელია.
ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი მარცვლეულიც უნდა ჩაანაცვლოთ და რძეც.
შაქრის ნაცვლადაც შეგიძლიათ თაფლი მიიღოთ.
ასაკთან საბრძოლველად შეგიძლიათ მიირთვათ ავოკადო, ბროკოლი, მოცვი, თხილი, ისპანახი.
მიირთვით ვაშლიც, რათა ქოლესტერინის დონეც ნორმაზე გქონდეთ და დიაბეტსაც შეებრძოლოთ.

60 +


თუ თქვენ სწორედ ამ ეტაპზე იმყოფებით, დარწმუნდით, რომ ბოსტნეულსა და ხილს თქვენს დიეტაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
დარწმუნდით, რომ რკინით გამდიდრებულ პროდუქტებს მიირთმევთ, ისეთს, როგორიცაა: ოსპი, ლობიო, ისპანახი.
აგრეთვე დაგეხმარებათ სოიო და მწვანილები, რათა ორგანიზმი გაჯანსაღდეს.
გარდა ამისა, მაქსიმალურად შეამცირეთ რაციონში მარილი.
შეამოწმეთ, მარილი რამდენი აქვს საკვებს, იქამდე, ვიდრე მიიღებდეთ. შემდეგ კი მიიღეთ ბევრი წყალი და მაქსიმალურად მოერიდეთ უსარგებლო, ტკბილ საკვებს.

ქალბატონებო, გისურვებთ წარმატებებს.

 

კომენტარები